ტვ შოუ „დაბრუნება“ ქართულ სამაუწყებლო სივრცეში პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელიც ქართულ ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციის საკითხებს შეეხება და საზოგადოებას გააცნობს როგორც უცხოეთში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ისე შრომით მიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანა სოციალური პრობლემების გამო დატოვეს. პროექტი საზოგადოებას შესთავაზებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს და დისკუსიაში ჩართავს საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს. ამრიგად, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული ინტელექტუალური რესურსის დაბრუნებას სამშობლოში და მათ ინტეგრირებას საზოგადოებრივ პროცესებში.
ვიდეოპოდკასტი – ქართველ ემიგრანტთა პირად ისტორიებზე შექმნილმა ვიდეოპოდკასტების სერიამ, რომელიც პლატფომა „შინ მომავლისთვის“ სოციალურ ქსელსა და Youtube არხზე ყოველდღიურად ქვეყნდება, საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, რასაც სოცქსელის მომხმარებელთა პოზიტიური გამოხმაურებებიც ცხადყოფს. მედიაპროდუქტებს გაეცანით მოცემულ ბმულზე: https://www.youtube.com/@homecomingforfuture