გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველთა სოლიდარობის მსოფლიო ქსელი

სამოქალაქო პლატფორმა “შინ მომავლისთვის” ქართული ემიგრაციის  პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებულ მსოფლიო ქსელს ქმნის, შესაბამისი დარგობრივი პანელებით, დაწყებული ჯანდაცვიდან და დამთავრებული თავდაცვით და უსაფრთხოებით. 

პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ქსელის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთის მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორეს მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა. მნიშვნელოვანია რომ ის ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში, მოექცეს ერთიან კალაპოტში, რომლის ვექტორი მიმართული იქნება ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარებისკენ.

მხოლოდ ემიგრანტებისთვის და სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეებისთვის! – ვიწყებთ ქართველთა სოლიდარობის მსოფლიო ქსელის ფორმირებას!

უკვე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ – გახდეთ სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი იმ ქვეყანაში, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და მიიღოთ მონაწილეობა ყველა პროექტსა თუ აქტივობაში, რომელიც ემიგრანტთა და სამშობლოში დაბრუნებულ პირთა ინტეგრაცია-მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/ajxQZ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები