გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეს არჩევნები არის არჩევანი ევროპის – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი:  “მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში. ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის თუ პარტიის –  ეს არის არჩევანი ევროპის,  ეს ერთგვარი რეფერენდუმია.
დიასპორაში ვინც ცხოვრობს, ვინც უყურებს საქართველოს და ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია (და ეს ქვეყანა გახდება მართლაც ევროპის ნაწილი) მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ეს რთულია ვიცი, რადგან ბევრი შეზღუდვა არსებობს. ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ (და არამხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ)  არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ რაც შეგვიძლია გავამარტივოთ არჩევნებში მონაწილეობა.

მე მექნება მომავალ კვირას პირდაპირი ჩართვა ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან უცხოეთში.
ეს ყველას საქმეა.  ჩვენ, ვისაც ვიცნობთ უცხოეთში უნდა ვუთხრათ, რომ ან აიღეთ ბილეთი და ჩამოდით, რომ თქვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტოთ,  ან ადგილზე, როგორც შეძლებთ მაქსიმალური მობილიზაციით – ამ წელს თქვენი ქვეყნის ბედი ნამდვილად არის საარჩევნო ყუთში„

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები