გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამართლებრივი მხარდაჭერა

ორგანიზაცია „შინ მომავლისთვის“ სამშობლოში დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს და რეპატრირებულ პირებს, იურიდიული საკითხების გადაწყვეტისას შექმნილი სირთულეების დასაძლევად უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევს. ორგანიზაციის იურისტები მოქალაქეობის სტატუსის, ბინადრობის უფლების და სხვა პრობლემურ საქმეებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. იურიდიულ სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ტელ: +995 555 00 03 86 info@homecoming.ge