ბარიერების დასაძლევად, რაც სამშობლოში დაბრუნებას ახლავს თან, ორგანიზაცია „შინ მომავლისთვის“ თანამემამულეებს სთავაზობს უფასო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის ქართული ენის შემსწავლელ კურსს.
ორგანიზაციის ბენეფიციარები ქართულ ენას შეისწავლიან ჩვენს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ევროპის უნივერსიტეტში, სადაც მათთან იმუშავებენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები.