ბარიერების დასაძლევად, რაც სამშობლოში დაბრუნებას ახლავს თან, ორგანიზაცია „დაბრუნება მომავლისთვის“ თანამემამულეებს სთავაზობს უფასო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის საქართველოს ისტორიის შემსწავლელ კურსს.
ორგანიზაციის ბენეფიციარები საქართველოს ისტორიას შეისწავლიან ჩვენს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ევროპის უნივერსიტეტში, სადაც მათთან იმუშავებენ უმაღალესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები.