უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 13 644 პირის მიმართ დადებითი დასკვნა გადააგზავნა, თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულებით, მათგან 76 პირს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. ამასთან, პრეზიდენტის ინიციატივით, მოქალაქეობა მიენიჭა დამატებით 7 ადამიანს. შესაბამისად, სტატუსი სულ 13 575 პირმა მიიღო.
მათგან უმრავლესობას (8 382 პირი) საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით.
წყარო: IDFI